ახალგაზრდა მამაკაცი ცოლის ძმამ მოკლა

2021-07-15 11:54:42

თბილისში, გლდანის დასახლებაში 36 წლამდე მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

როგორც ინფო რუსთავს შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.