ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეებს 15:00 საათიდან „ფაიზერზე“ რეგისტრაცია უნდა დაეწყოთ,არ მუშაობს.
აცრის მსურველები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. როგორც ინფო რუსთავთან ადგილობრივები აცხადებენ, რეგისტრაციის დაწყებამდე ქალაქის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდებაც შეეზღუდათ.
ენერგო პრო ჯორგიაში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ ელ.ენერგიის მიწოდება 15:00 საათზე აღდგებოდა თუმა ელექტრომომარაგება ამ დრომდე შეწყვეტილია.
ცნობისთვის, საქართველოში „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა დღეს შემოვიდა. აცრის პროცესი კი გეგმის მიხედვით, 16 ივლისიდან უნდა დაიწყოს.