ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

2021-07-14 12:37:19

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარხში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა, შუქურ აბასოვმა განუცხადა, 40 წლის კაცი საღამოს საათებშ საკუთარ სახლში წყლის ამომქაჩში არსებული პრობლემის მოგვარებას ცდილობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზევე გარდაიცვალა.