პროექტი "ნიჭიერი" "იმედზე" გავა

2017-07-30 14:25:14

დაახლოებით ერთი თვის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი2“ გასართობი პროექტების პროდიუსერებმა: გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ დატოვეს. პროდიუსერები მუშაობას ტელეკომპანია „იმედში“ აგრძელებენ. ცნობილი გახდა, რომ პროექტი „ნიჭიერი“ ახალი სეზონიდან „იმედზე“ გავა. პროდიუსერები, სავარაუდოდ, სხვა საერთაშორისო პროექტებსაც განახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის პრომო უკვე ჩაშვებულია სატელევიზიო ბადეში, თუმცა მასში "რუსთავი2"-ზე გასული გადაცემების კადრების ნაცვლად უცხოური "ნიჭიერის" კადრებია გამოყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავი2-დან თანამშრომლების წასვლის მიზეზი ფინანსური კრიზისი და ანაზღაურების არქონდა გახდა.