დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა

2021-07-13 18:28:14

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაზე ბრალდებულ დავით კუტალაძეს პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აცხადებდა რომ, დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა გამოყენებულიყო.

წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება თავად ბრალდებული და აღნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.