ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს

2021-07-13 15:36:21

"TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დაკრძალეს.

36 წლის ოპერატორი უკანასკნელ გზაზე მისმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, პოლიტიკოსებმა, მომღერლებმა, მსახიობებმა და სამოქალაქო პირებმა გააცილეს.

ლაშქარავა ტრაგიკულად გარდაცვლილი მამის გვერდით დაკრძალეს.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 53 ჟურნალისტიდან და ოპერატორიდან ერთ-ერთია, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე მოძალადეთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. მას სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა.

36 წლის ოპერატორი საავადმყოფოდან გამოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 ივლის მისმა დედამ იპოვა.