იყო თუ არა სუიციდის მცდელობა (ვიდეო)

2017-07-30 01:17:31

გვიან ღამით ცენტრალურ ხიდზე საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველოს ეკიპაჟები იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით გოგონებმა რომლებიც ხიდზე ფეხით გადადიოდნენ შენიშნეს რომ ხიდის მოაჯირთან 50 წლამდე ქალბატონი იყო მიყუდებული და მდინარისკენ იყურებოდა. გოგონებს ეჭვი გაუჩნდათ რომ ქალი თვითმკვლელობას აპირებდა და 112-ზე დარეკეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს 50 წლამდე ქალი არაფხიზელ მდგომარეობაში დახვდათ, ის ხიდის მოაჯირზე იყო გადაყუდებული. სასწრაფოს ექიმებმა მას პირველადი დახმარება გაუწიეს, პოლიციამ კი ქალი სახლში გადაიყვანა. ნახეთ ვიდეო.