თუმცა, სხვა საკითხებიც არსებობს...

2021-07-12 17:16:39

"TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

„ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. სამწუხაროდ დღეს ზარებსაც ვერ ვპასუხობდი. ასევე, ყველა დანარჩენს მოვუწოდებ კორექტულობისკენ. ეს ადამიანი 10 წლის ბავშვის მამა იყო და ამ ბავშვმა ამ ქვეყანაში, ჯერჯერობით, უნდა იცხოვროს! რა პოზიციაც არ უნდა გეკაოთ, დამეთანხმეთ, რომ ლექსო დღეს არის მსხვერპლი! უკვე ცხადია, იმ მოძალადე ჯგუფების პოზიციები დღევანდელი ამბის გაშუქების დასაწყისშივე... ეს მათთვის ლოგიკური დასასრული იყო. 5 ივლისიდან დაწყებული, მე პირადად როგორ შოკურ მდგომარეობაშიც ჩავვარდი, დღეს ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო.

თუმცა, სხვა საკითხებიც არსებობს და ამაზე ამ წუთებში არ შემიძლია საუბარი. რა შედეგიც არ დაიდება საბოლოოდ... ეს არ მოხდებოდა! არაააა!!! იურიდიულად ატრიალეთ როგორც გინდათ... არ მოხდებოდა, რომ დაგეცვათ",- წერს გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლე.