ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო სხდომებს აღარ დაესწრება.
ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში გადადის და მედიის მიერ ორგანიზებულ აქციებს უერთდება.
„თქვენი პრემიერ-მინისტრი ბედავს და ემუქრება დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ მედიას, ემუქრება ყველა ჩვენგანს, ვინც ბედავს და დამოუკიდებელი აზრი აქვს ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ამ დარბაზში დარჩებით მარტო“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილის განცხადების შემდეგ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზი არ დაუტოვებია „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „ევროპელ სოციალისტებს“.