ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო პრემიერმინისტრის გადადგომის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ იქნება ქვეყნის ხელმძღვანელი.
"ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ქვეყნის ხელმძღვანელად ვინ სურთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში წარიმართოს", — განაცხადა დეგნანმა.
ჟურნალისტებმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს რუსეთთან აფილირებული ჯგუფების მხირდან დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ ჰკითხეს. დეგნანის თქმით, ყველამ კარგად იცის, თუ საიდან ფინანსდებიან აღნიშნული ჯგუფები.
„მგონი, ყველამ ვიცით ვინ იხდის პრო-კრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს, რათა საქართველოში არასტაბილურობა გამოიწვიონ, ქართველები ძალიან გონიერი ხალხია და ყველა კარგას ხვდება ამას“, – განაცხადა დეგნანმა.
ელჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფორმით ძალადობა მიუღებელია დაუშვებელია კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში ადამიანებისთვის ხელის შეშლა, მით უფრო როდესაც ის მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ხელის შეშლას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისას, იქნება ეს პრესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, შეკრებისა და „ღირსების მარშის“ გამართვის თავისუფლება ქუჩაში და ა.შ.
მან, ასევე, TV პირველის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გათქვა.
TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ, 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა