ვაკანსია საჯარო სამსახურში

2021-07-11 17:54:03

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის პირობების თანახმად, სავალდებულოა უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) - სამართლის ან/და ბიზნესის ან/და ადმინისტრირების ან/და ეკონომიკის ან/და ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში და აუდიტის, სამართალის ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქციებში შედის: შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება და ანგარიშგება ეთიკის კოდექსის და მეთოდოლოგიის შესაბამისად; სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებაში მონაწილეობა; აუდიტორული შემოწმების ფარგლებში აუდიტის ობიექტის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება, მათი მართვის პროცესის ანალიზი და შეფასება; აუდიტის ობიექტში რისკის მართვის, კონტროლის და მართვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების გზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;  აუდიტორული შემოწმების პროცესში მტკიცებულებების მოძიება, დოკუმენტირება, ინტერვიუების ჩატარება, კითხვარებისა და სამუშაო დოკუმენტების შემუშავება, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; შემოსული წერილების, შეტყობინებების და განცხადებების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და დროული რეაგირება და სხვა.

აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო სრული განაკვეთს მოიცავს, გამოსაცდელი ვადა - 12 თვეს , ხოლო თანამდებობრივი სარგო - 2200 ლარს შეადგენს.

ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც აკმაყოფილებს მოცემული პოზიციის შესაბამის კრიტერიუმებს,  მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს.
ვაკანსიების ბმულები და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/65245?active=1&fbclid=IwAR0STgzCN6AMzXAERyLpbIwAumAmBRoPtNdf2EsPeIWT4Vi99rXYHNhc70s