ქართული ოცნების ოფისთან ხმაურია [photo]

2021-07-11 16:01:54

ქართული ოცნების ოფისთან ხმაურია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ოფისში შესვლას ცდილობ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. ნიკა მელიას გარდა ადგილზე იმყოფება მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები.

„ქართული ოცნების“ ოფისში პარალელურად უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

ნიკა მელიას თქმით, ის, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა დასრულდეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.