პრემიერი: ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს

2021-07-11 13:42:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილი ირაკლი ღარიბაშვილამ ”​ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

"უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი  ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია"- წერია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს, თბილისში განვითრებული მოვლენების დროს სასტიკად გაუსწორდნენ.

ტვ პირველის ოპერატორს სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.