"წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ"

2021-07-11 12:55:52

მოძრაობა დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მისი ეს ქმედება TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას უკავშირდება, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ.

ხოშტარიას თქმით, ხელისუფლებას მომხდარის გამო პასუხისგება მოუწევს.

"წარმოუდგენელია ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება და აქ მკვლელები, მოძალადეები იყვნენ მოკალათებულები. წითელ საღებავსაც მიიღებენ, პროტესტსაც მიიღებენ და მოუწევთ ყველაფერზე პასუხისგება. სიტყვები ზედმეტია ამ სიტუაციაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.