2017-07-29 19:59:12
XVII და XIX მიკრო-რაიონებში ააიპ "დასუფთავებამ" საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი ურნები განათავსა. თუნუქის ურნები გზის სავალი ნაწილის მხარეს დადგეს და თითო კორპუსზე საშულოდ 2-4 ურნა არის გამოყოფილი. XVII მიკრო-რაიონში ბუნკერების დემონტაჟი მინდინარეობს, ანალოგიური სამუშაოები განხორციელდება XIX მიკრო-რაიონშიც, სწორედ ამიტომ დასუფთავების სამსახურმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ურნების განტავსება უკვე დაიწყო.