"გადადგეს მკვლელი მთავრობა"

2021-07-11 12:30:11

"გადადგეს მკვლელი მთავრობა",- საქართველოს პარლამენტთან 18:00 საათზე აქცია დაანონსდა.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები განსაკუთრებული სისასტიკით 5 ივლისს, მოძრაობა „სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა