მთავრობის გადაწყვეტილება - გაორმაგებული ფულადი დახმარება

2021-07-10 14:18:13

სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდა

იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა.

გარდა ამისა, არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები.

გადაწყვეტილება 1 ივლისიდან შევიდა ძალაში და ჯამში 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.