ქურდობის ფაქტი რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გატეხილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჯიხური.
უცნობმა პირებმა ჯიხურში შეღწევა თავდაპირველად თუნუქის დაზიანებით სცადეს თუმცა უშედეგოდ, მოგვიანებით კი ვიტრინის მინა ჩაამტვრიეს და ობიექტში შესვლა ამ გზით მოახერხეს.
მაღაზიის მეპატრონის თქმით წაღებულია 1000 ლარამდე ღირებულების პროდუქცია.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.