ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

2021-07-10 11:08:53

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი საკუთარი სახლისკენ მიდიოდა, რა დროსაც "ფოლკსვაგენის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.