სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს

2021-07-09 12:56:41

თერჯოლაში, ხუთი დღის წინ დაკარგული 55 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

კაცს 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ოჯახის წევრებმა მისი ცხედარი სარწყავს არხში ნახეს.

ოჯახის წევრების ვარაუდით, მამაკაცს ავტომობილი შეეჯახა და მძღოლმა გარდაცვლილი მიატოვა და მიიმალა. 

"შემთხვევით ვნახეთ მე და მამამჩემმა. ორმოში იყო ჩაგდებული საშინელ მდგომარეობაში. ვვარაუდობთ, რომ ავარიის შედეგადაა მომხდარი და მიატოვეს. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს", - აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.