რუსთაველი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს

2017-07-29 16:56:58

ბოსნია-ჰერცოგივინაში გამართულ ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილის ჭიდაობაში, რუსთაველმა ბექა გურულმა მერვედ ფინალში ლიტველ მოწინააღმდეგეს 9-0 სძლია, მეოთხედ ფინალში თურქი მოწინააღმდეგე 6-4 დაამარცხა. ამ მომენტისთვის რუსთაველი სპორტსმენი ნახევარ ფინალში ნორვეგიელ მოწინააღმდეგესთან შესახვედრად ემზადება. ფინალური შეხვედრები ხვალ გაიმართება.