საქართველოში ბოლო 24 საათში 5 მიწისძვრა მოხდა

2021-07-08 17:48:28

თბილისის დროით 17:38 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, სოფელ სამებასთან  3.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში 5 მიწისძვრა მოხდა. ხუთივე შემთხვევა დმანისთან დაფიქსირდა.