უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2021-07-08 16:54:08

ასპინძაში, სოფელ ოშორაში, 34 წლის კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

„მეზობელს ეხმარებოდა,  მგონი „სვარკა“ ჰქონდა ჩართული, დენმა დაარტყა“, - ამბობს სოფლის წარმომადგენელი მამუკა გიგაშვილი.

შინაგან საქამეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.