წმ.გიორგის სახელობის ტაძარი დაარბიეს

2021-07-08 15:06:20

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, ხაშმში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ, დაზიანებული და გატაცებულია ნივთები.

„ხაშმში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიჭრნენ. შეურაცხყვეს, დააზიანეს და გაიტაცეს ნივთები. დეტალებს, როგორც კი გავარკვევ, გავავრცელებ“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, შსს-მ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.