საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

2021-07-08 14:49:49

საქართველოში კიდევ ერთი, 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის  მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:03 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერად დმანისისა და სოფელ სამების მიმდებარედ იყო, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც წინა ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში ოთხი მიწისძვრა მოხდა. ოთხივე შემთხვევა დმანისთან დაფიქსირდა.