მთავარი ეპიდემიოლოგი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

2021-07-08 13:14:31

ე.წ ინდური შტამი იმატებს. წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა, სულ სადღაც 52 შემთხვევაა, კიდევ კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, რადგან, დელტას შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს ალფას შტამს [ბრიტანულ შტამს]. პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და მისგან დაცული არ ვართ. ერთის მხრივ, პრევენციული ღონისძიებები – პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია"-აცხადებს გამყრელიძე.