ქვემო ქართლში ბოლო ორ დღეში მე-3 მიწისძვრა მოხდა

2021-07-07 23:13:21

დღეს, თბილისის დროით 22:20 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

ბოლო ორ დღეში, ქვემო ქართლში მესამე მიწისძვრა დაფიქსირდა.არსებული ინფორმაციით, ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია.