ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა

2021-07-07 12:42:46

რიკოთის ჩქაროსნულ მაგისრალზე ავტომობილების მოძრაობა დროებით აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. გზების დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით, გატარდა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები  და გზაზე დროებით შეიზღუდა ავტო ტრანსპორტის  მოძრაობა.

ამჟამად ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა და პერსონალი. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები,  სატრანპორტო მიმოსვლა უმოკლეს ხანში აღდგება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.