პოლიციის თანამშრომელს ეროვნულ გამოცდაზე დააგვიანდა

2021-07-07 12:00:13

მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს ერთ-ერთი აბიტურიენტი 5 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EDU.ARIS.GE ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, დაგვიანებული აბიტურიენტი შსს-ის კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომელია და სამსახურის მორიგეობიდან პირდაპირ მოუხდა გამოცდაზე გამოცხადება.

საგამოცდო ცენტრის დაცვის სამსახურმა პირს საგამოცდო ცენტრში დარეკვა ურჩია, მას შემდეგ, რაც მან ტელეფონით ისაუბრა, მიიღო რეკომენდაცია, რომ სამსახურიდან წარადგინოს განცხადება საგამოცდო ცენტრის სახელზე შემდგომ კი მიეცემა უფლება სხვა დროს გამოცხადდეს გამოცდაზე.

,,გამოცდაზე დამაგვიანდა, რადგან ვიმყოფებოდი სამუშაო ადგილზე, კონკრეტულად გუშინდელ ღონისძიებაზე (აქცია პარლამენტთან ავტ.) და იქედან პირდაპირ მომიხდა წამოსვლა”, - აცხადებს აპლიკანტი.

აბიტურიენტმა საგამოცდო ცენტრი დატოვა. გაითვალისწინებს თუ არა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მის განცხადებას, ჯერჯერობით უცნობია.