2017-07-29 11:16:39
ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები ოფიციალურმა სტრუქტურებმა დღეიდან უნდა განაახლონ, - ამის შესახებ საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში გიგი გიგიაძემ განაცხადა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ნიკა ბეგაძის ოჯახის წევრები ისლანდიაში ხვალ ან ზეგ გაემგზავერება, მათ გამგზავრებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსთავის თვითმმართველობის მუნიციპალიტეტი დაეხმარება.
რუსთაველი ახალგაზრდა, ნიკა ბეგაძე 19 ივლისს, ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარდა და მას ამ დროომდე ეძებენ.