ვითარება დედაქალაქის ცენტრში

2021-07-06 22:36:29

დედაქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

პარლამენტთან 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან შეკრებილები.

პარალელურად კონტრაქციას მართავენ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებიც.

დედაქალაქის ცენტრში სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა. ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა, მასინ როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ჯგუფი პოლიციის მიერ შექმნილი კედრის გარღვევასა და პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან მისვლას ცდილობდა.

მათი მხრიდან ისმის უცენზურო სიტყვები და ისვრიან ბოთლებს, კვერცხებსა და სხვადასხვა საგანს.

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

შეტაკებების დროს სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანიც დააკავეს.