პოლიციამ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე პირი დააკავა

2021-07-06 18:52:51

პარლამენტის შენობის წინ, სადაც მდუმარე აქციაა დაგეგმილი, დაპირისპირებაა.

რამდენიმე პირი ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

ერთ-ერთი პირი თავს დაესხა "პალიტრანიუსის" ოპერატორს და ფიზიკურად გაუსწორდა.

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა. ტერიტორიაზე დაძაბულობა ამ წუთებშიც გრძელდება.

წყარო: ipn