რუსთავში კოვიდინფიცირების რიცხვმა მოიმატა

2021-07-06 18:44:07

რუსთავში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

როგორც "ინფო რუსთავს" N1 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ განუცხადა, ბოლო დღეებთან შედარებით მატება შესამჩნევია.

მისი თქმით,  სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 158 პირი გამოიკვლიეს, საიდანაც 24-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდზე 130 პირი შემოწმდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები