ოჯახი მოზარდს ეძებს

2021-07-06 17:56:12

მეხუთე დღეა ქუთაისში ოჯახი მოზარდს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგო ამ ხნის მანძილზე ორჯერ დაუკავშირდა ოჯახს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

როგორც დედა აცხადებს, ბოლო კომუნიკაციის დროს შვილმა პოლიციას უთხრა, რომ ბათუმშია, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე ვერ დაადგინეს.