5 ივლისის აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ერთ პირს სასამართლომ სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
პაატა გურჩიანის პატიმრობის განჩინება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მას პოლიცია დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებოდა.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული დანარჩენი 7 პირის საქმეზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.