უბედური შემთხვევა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემთან.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 5 მგზავრი ისხდა, ჯერ ბარდიურს შეეჯახა, შემდეგ ამობრუნდა და აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 მამაკაცი და ერთი 7 წლის ბავშვი. ხოლო კიდევ 2 მამაკაცი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარები ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.