ვითარება პარლამენტის წინ

2021-07-05 13:19:43

რუსთაველზე, პარლამენტის წინ "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგები კვლავ რჩებიან.

ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის უკან მდებარე სამოქალაქო აქტივისტების "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ. შეჭრამდე შენობას დაუშინეს ქვები და კვერცხები.

აგრესიულად განწყობილი ჯგუფები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ LGBT თემის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს. 

რადიკალური ჯგუფები "თბილისი პრაიდის" ოფისშიც შეიჭრნენ და დაარბიეს ტერიტორია.

აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს, რა დროსაც ოპერატორებმა მიიღეს დაზიანებები. დაზიანებულია სხვადასხვა მედიასაშუალების ტექნიკური აღჭურვილობა.