ჯანდაცვის სამინისტრო: რუსთაველის გამზირზე 2 ადამიანი დაშავდა

2021-07-05 12:50:02

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე მოვლენებისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 2 მოქალაქეს გაუწიეს.

ორივე მოქალაქე ჰოსპიტალიზებული იქნა თბილისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ახლა პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან მივიდნენ და შენობას კვერცხები ესროლეს.

ისინი დეპუტატების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახდნენ.

ამ წუთებში კი „თბილისი პრაიდის" მოწონააღმდეგეები პარლამენტის წინ მიემართებიან, სადაც მათი მომხრეების ნაწილი იმყოფება.