ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინდა

2021-07-05 11:31:38

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და  31-ე ქარხნის მიმდებარედ, მოქალაქეებმა ჯამში 12 მ3 ქვანარევი მიწა და 8 მ3 კლდოვანი ნაშალი უკანონოდ დაყარეს.