ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება უნარებში

2017-07-28 15:39:50

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 დღეა დასრულდა. ზოგადი უნარების შედეგები გუშინ  გამოქვეყნდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაქსიმალური 80 ქულა არავის მიუღია, თუმცა 79 ქულა 8 აბიტურიენტმა მიიღო. როგორც ცნობილია I,II და VI ვარიანტებში გამსვლელ ქულად 24 გამოცხადდა, ხოლო III ვარიანტი რთულ ვარიანტად დასახელდა და გამსვლელმა ქულამ 21-მდე დაიწია. მაღალი ქულები რუსთაველმა აბიტურიენტებმაც აიღეს. ინფო რუსთავი რუსთავის სხვადასხვა სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს და აბიტურიენტებს დაუკავშირდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით მაღალი შედეგი შემდეგ აბიტურიენტებს ჰქონდათ: შერმადინ ოსაძე, №2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული - 78 ქულა; ლუკა ცერცვაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის რუსთავის №24 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული - 78 ქულა; ანი შუბითიძე, რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის №4 სკოლის კურსდამთავრებული - 77 ქულა; ანა ნარინდოშვილი, რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის №4 სკოლის კურსდამთავრებული - 77 ქულა; სერგი ბეთხოშვილი, რუსთავის №22  სკოლის კურსდამთავრებული - 77 ქულა.