საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 5000 დოზა ვაქცინა მიიღო. ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.
ასტრაზენეკას ვაქცინა თბილისში უკვე ჩამოიტანეს.
"დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას - ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ“, - წერს ციხელაშვილი.