ახალგაზრდა ავარიას ემსხვერპლა

2021-07-03 17:39:36

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი ნიგოეთის მიმდებარედ მაგისტრალზე ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 23 წლის ბიჭი, ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.