უკანონო თევზჭერის ფაქტები

2021-07-02 18:29:15

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.

თბილისში, ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ, მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას და  7 კგ-მდე თევზი ჰქონდათ  მოპოვებული.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე,  მოქალაქე ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდა უკანონო თევზჭერას და 1 კგ.-მდე თევზი ჰქონდა  მოპოვებული.

თბილისის ზღვაზე  გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ჯამში ნანახი და ამოღებული იქნა 1150 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე და 100 მეტრი სიგრძის თოკზე  მობმული ნემსკავები.