ბათუმში 80 წლამდე ასაკის ქალს მატარებელი დაეჯახა.
დაშავებული ქალი კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.