სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა.
100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები.
ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.