მიწისძვრა ქვემო ქართლში

2021-07-01 14:11:41

ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 13:45 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.