USAID-ში შეხვედრა გაიმართა

2017-07-27 17:18:21

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მიზანი დაინტერესებული მხარეების საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმირება იყო. დისკუსიაზე სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის,  100ქულიანი მართვის მოწმობებისა და უკონტაქტო პატრულირების შემოღების, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების და სხვა სიახლეების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს ჰაერის დაბინძურების მიზეზები და ამ პრობლემის გადაჭრის გზები. ასევე, სამარშრუტო ტაქსებით საქალაქთაშორისო გადაადგილებისა და ავტოსადგურების კვლევის შედეგები. დისკუსიაში არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრისა და ტესტირების ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.