სავალდებულოა თუ არა ტაქსით მგზავრობის დროს პირბადის ტარება

2021-06-30 13:27:03

ტაქსით მგზავრობის დროს დაწესებული შეზღუდვა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ისევ ძალაშია.

როგორც ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე განმარტავენ, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა ტაქსით მგზავრობის დროსაც.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.