უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული გადაადგილების შეზღდუვა უქმდება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 1 ივლისიდან ე.წ. "კომენდანტის საათის" შეზღუდვა მოიხსნება, ის დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებრივ კვებასთან არიან დაკავშირებულები, მუშაობას 24 საათამდე შეძლებენ.
ამის შესახებ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება 1 ივლისიდან. ერთი შეზღუდვა, რაც რჩება, რესტორნების მუშაობას შეეხება, რომლებიც 24 საათამდე იმუშავებენ. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს - ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც საზოგადოებრივ კვებასთანაა დაკავშირებული. იგივე ეხება სასტუმროებში რესტორნებს, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და სარესტორნო სივრცე აქვთ“, - განმარტა ღიბრაძემ.