ხვალ, 30 ივნისს, 7-თვიანი შეზღუდვის შემდეგ საქართველოში იხსნება შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე, ე.წ. კომენდანტის საათი.
30 ივნისის დილის 4 საათიდან საქართველოს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს.
მთავრობამ კომენდანტის საათის პირველი ივლისიდან გაუქმების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა და იმავე დღეს საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა, გიროგი ღიბრაძემ დააზუსტა, რომ ღამე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნებოდა 30 ივნისის დილის 4 საათიდან.
„30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს“, - განაცხადა ღიბრაძემ.
კომენდანტის საათი საქართველოში 28 ნოემბრიდან მოქმედებს.